02:39
19 აპრილი 2024

10 საინტერესო და გამორჩეული საიტი, რომელთა შესახებ დღემდე არ იცოდით

31-12-2021, 14:27
ნანახია: 3 575

თავისუფალი დრო გაქვთ და ფიქრობთ რა გააკეთოთ, მაშინ ჩვენ გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ ამ საიტებიდან რამდენიმეს მაინც და საინტერესოთ გაატაროთ დრო.

1. localingual.com- ამ საიტზე მოუსმენთ, თუ როგორ ჟღერს სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნები;

2. listentothe.cloud - მოუსმინეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტების დისპეტჩერები როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს;

3. driveandlisten.herokuapp.com- აქ თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად ისეირნოთ მანქანით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და მოუსმინოთ ადგილობრივ რადიოს;

4. whenwasiconceived.com - შეიყვანეთ დაბადების წელი, თვე და რიცხვი და გაიგეთ, როდის ჩაისახეთ, რომელი სიმღერა იყო იმ დღეს ყველაზე პოპულარული და რა ფილმი გადიოდა ადგილობრივ კინოთეატრში;

5. window-swap.com - ამ საიტის მომხმარებლები პირდაპირ ეთერში გვიჩვენებენ მათი ფანჯრებიდან დანახულ ხედს;

6. astronaut.io- საიტი იუთუბზე მოხვედრილი შემთხვევითი ვიდეობისათვის, რომელთაც 10-ზე ნაკლები ნახვა აქვთ;

7. playphrase.me - ეს საიტი პოულობს ფილმს ამორჩეული სიტყვების მიხედვით;

8. radio.garden - შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიოს გლობუსზე ამორჩეული ნებისმიერი ქვეყნიდან;

9. listeningtogether.atspotify.com- აქ შეგიძლიათ ნახოთ პლანეტის რომელ ადგილებში უსმენენ ერთი და იგივე საიმღერას;

10. earthcam.com - საიტი მსოფლიოში არსებული უამრავი სათვალთვალო კამერით.

აბა, როგორ მოგეწონათ ეს საიტები და რომელი გახდა თქვენი რჩეული?

ჩვენ Facebook-ზე