15:05
24 მაი 2022

7 საიტი, რომელიც უნდა იცოდეთ და აუცილებლად გამოგადგებათ

ნანახია: 77
თარიღი: 12-05-2022, 16:17
კატეგორია: სიახლეები
7 საიტი, რომელიც უნდა იცოდეთ და აუცილებლად გამოგადგებათ

პატარა ჩამონათვალი საინტერესო და თქვენთვის უცნობი საიტების, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

1. vocaroo.com - ეს საიტი დაგეხმარებათ ჩაიწეროთ თქვენი ხმა mp3 ხარისხში.

2. www.seatguru.com - ეს საიტი დაგეხმარებათ გაიგოთ რომელ ადგილზე მდებარეობს თქვენი ადგილი თვითმფრინავში.

3. downforeveryoneorjustme.com - ზოგჯერ გაინტერესებთ ხოლმე ესა თუ ის საიტი მხოლოდ თქვენთანაა გათიშული თუ ყველასთან?! ჰო და ეს საიტი მისწრებაა თქვენთვის...

4. privnote.com - თქვენ დაწერთ წერილს, მოგეცემათ უნიკალური ლინკი, თუ ამ ლინკს გადაუგზავნით მეილით ვინმეს, როგორც კი წაიკითხავს ეს წერილი წაიშლება, ანუ იმ ლინკზე რომ შეხვიდეთ არც არაფერი დაგხვდებათ. ეს იმ შემთხვევისთვისაა, როცა რაღაცის მიწერა გინდათ, მაგრამ არ გინდათ,რომ კომპრომატად დარჩეს იმას წერილებში...

5. wetransfer.com - თუ მეგობრისთვის გინდათ დიდი ზომის ფაილის (დაახლოებით 1-დან 2 გეგაბაიტამდე) გადაგზავნა, მაგრამ ატვირთვას დიდი დრო მოუნდება იცით, ხოდა ამ საიტზე რეგისტრაციის გარეშე 2 მეგაბაიტამდე ფაილი შეგიძლიათ მეილზე გადაუგზავნოთ ვისაც გინდათ.

6. scr.im - თუ გიწევთ ხოლმე საკუთარი მეილის გამოცხადება ინტერნეტში ფორუმებზე, ბლოგებზე თუ სხვა საიტებზე, ალბათ ხშირად გამხდარხართ სპამერების მსხვერპლი. ეს რომ თავიდან აიცილოთ ამიტომაც არსებობს ეს საიტი, ჩაწეღ თქვენს მეილს და მოგენიჭებათ მისამართი ბმულის სახით და იმ ბმულს გაავრცელებთ მეილის მაგივრად, ამ საშუალებით მხოლოდ რეალური ადამიანები შეძლებენ მოწერას და არა სპამერები.

7. e.ggtimer.com - ტაიმერის დასაყენებლადაა ეს საიტი. თუ რამე საქმეში ხართ გართული და გჭირდებათ ვინმე,რომ შეგახსენოთ ვთქვათ ნახევარ საათში გასაკეთებელი საქმე, ჩაწერთ ამ საიტზე 30 minutes და დააკლიკავთ Go-ს, 30 წუთის გასვლის შემდეგ დაიწრიპინებს.

კატეგორიები
ჩვენ Facebook-ზე