დროის სვლასთან ერთად საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება უძრავი ქონების სფერო, არა მხოლოდ მშენებლობა და ყიდვა-გაყიდვა, ასევე ბინების, სახლების და აგარაკების გაქირავება დღიურად. შეიძლება ითქვვას რომ დღიურად გაქირავების მოთხოვნა და მიწოდება წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.
რატომ იზრდება მოთხოვნა ბინების, სახლების ან აგარაკების დღიურად ქირაობაზე?
ამას საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითისთვის შეგვიძლია რამდნეიმე მათგანი ჩამოვთვალოთ:
1. როდესაც მეგობრები ვაპირებთ შეკრებას და გვინდა თავისუფალ გარემოში გართობა, ზედმეტი შეზღუდვების გარეშე;
2. არ გვინდა დროის დაკარგვა სამზადისზე ან შემდგომ დასუფთავებაზე;
3. რესტორანში ან სასტუმროსი წასასვლელად ბიუჯეტი არ გვყოფნის;
4. გვსურს გარემოს შეცვლა.
როგორ ავარჩიოთ?
არჩევის პროცესი ხანდხან შეიძლება რთულიც იყოს და მარტივიც, მარტივი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში თუ ლოკაცია ზუსტად ვიცით და რეკომენდაციაც გვაქვს ბინაზე, სახლზე ან აგარაკზე.
არჩევის პროცესი კი რთულია როცა არც ზუსტი ლოკაცია ვიცით და არც რეკომენდაცია გვაქვს მეგობრისგან, რადგან ხშირ შემთხვევაში არ გვხვდება ადგილზე ის მდგომარეობა, რომელიც სურათებში ვნახეთ ან გამქირავებელმა გვითხრა. ამის მიზეზი კი მარტივია, გამქირავებელი ხშირად არ ცვლის სურათებს, მაქსიმალურად შელამაზებულ და ძველ ფოტოებს დებს, რათა დამქირავებელმა მარტივად იქირაოს.
პირველ რიგში ეცადეთ გაითვალისწინოთ ეს რამდენიმე რეკომენდაცია, სანამ ქირაობას გადაწყვეთთ:
1. აუცილებლად სთხოვეთ გამქირავებელს გაჩვენოთ ახალი ფოტოები ან დაგათვალიერებინოთ ვიდეოზარით;
2. აუცილებლად იკითხეთ ყველა საჭირო მოწყობილობის და კომონალურის გამართულობის შესახებ;
3. წინასწარ გაიგეთ, ხმაურის შემთხვევაში შეზღუდვების შესახებ;
4. გაარკვიეთ არის თუ არა ყველა ის საჭირო ნივთი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ.
დამატებითი ბმულები: ბინები დღიურად, აგარაკები დღიურად, binebi dgiurad